воскресенье, 7 февраля 2010 г.

დამხატე!

დამხატე მე შენ გაძლევ ამის უფლებას
დამხატე ოღონდ არ დამხატო ასე უძიროდ
ასე ნამიანს ნუ დამიხატავ გთხოვ თვალებს
და ტუჩსაც ფრთხილად დაუსვი ფუნჯი
დამხატე როგორც მოდილიანმა ერთ დროს დახატა ცხორების არსი!
დამხატე გთხოვ ტილოს დაუსვი ფუნჯი.
უკანა ხედი დახატ შავი,
მდუმარებაც მიახატე სადმე კუთხეში,
და ირონიის შავი ბრჭყალებიც მიაგდე სადღაც.
იქვე დახატე გაცრეცილი ფურცლების დასტა!
ჩემი ტკივილი
სურათების ძალიან დიდი გროვა,
როგორც ცხოვრების ყოველი წამი ,
დახატე შავი მარტოსულობა,
და პიანინოს ამოყრლი კლავიშები!
ნახატზე ჩააქსოვე თვალებში მონატრება,
და გაქცეული სიყვარულიც,
იქvე ფანჯრიდან რომ მეჭყანება!
დახატე მწვანედ შეფერადებული წითელი, ლენტი,
ჩემი ცხოვრების ჭრელი სარტყელი,
ფუნჯები?! არა ეგენი არ დამანახო
გთხოვ რომ დამხატო გრძნობებით, სიტყვებით ...
და გთხოვ დამხატე ისე როგორც არასდროს
მთვარის სინათლეში აღბეჭდილი ნაწიბურებით

0 коммент.:

Отправить комментарий