ადამიანი ცხოვრების მონა და გრძნობების ჩლუნგი ეს ყველაფერი მე და არავინ სხვა. გზას ისე მივუყვები თითქოს არავინ და აღარაფერი აღარ არსებობს ჩემთვის და ცოტახნის წინ ადამიანსაც ლამის მოვტეხე მხარი . ისეტი თვალებით მიყურებდა ალბთ, რომ შესძლებოდა იქვე მომიღებდა ბოლოს და გამომჭრიდა ყელს, ახალგაზრდა პატარა გოგო იყო მაგრამ მის თვალებში იმხელა ზიზღი და ინტრიგა დავინახე რომ ერტბაშად შემძრა და ჟრუანტელმა თავით ფეხებამდე დამიარა. თითქოს უმწიკლო სხეულს ეშმაკი დაპატრონებოდა.
უკვე 40 წელს მივუკაკუნე და არ ვბიცი რა მინდა. ცხოვრებაში დავიკარგე და მანაც უგზოუკლოდ დამკარგა, ღერთმაც მიმატოვა და უფრო მეტიც მეც მივატოვე იგი. ყველაფერი მქონდა რასაც 18-20 წლის ბიჭი ინატრებდა , მანქანა, საკუთარი ბინა, ახლა კი სადღაც მიტოვებულ ნანგრევში ვცხოვრობ ისიც ნაქირავებია. აღარავინ და აღარაფერი გამაჩნია
ცხოვრების მწარე შეცდომებით კაეშანშეპარული ფიქრობდა თავის უიღბლო სიცოცხლეზე, ბოლომდე თავსაც არ უტყდებოდა ალბატ ყველაფრის გახსენებისაც ეშინოდა და ფიქრებს გასაქანს აღარ აძლევდა . ყოველთვის მაღალ მწვერვალზე მიდიოდა და გზაზე ფეხიც არ დაცდენია და აი როცა ჩამოვარდა დაცემა მწარედ განიცადა. აღარაფერს რომ არ წარმოადგენდა მისთვის ცხოვრება და ცხოვრებისტვის ის უკვე კარგა ხანია იცოდა და ყოველ ღამე იძინებდა ფიქრით, რომ ის გახდა ადამიანი საგანი და არა გული ანუ ადამიანი "რა" და არა "ვინ"
0 коммент.:
Отправить комментарий